თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. ჟურნალისტის თქმით, დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.
"ჩემი და თეა წულუკიანის"ბიFი" საქართველოს ტერიტორიაზე დასრულებულად გამომიცხადებია. განჩინება ჩამბარდა რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში. 8 მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე.
სასამართლო გვეუბნება, რომ ჩემი სტატუსი იყო ცილისწამება. სტატუსი გაწვდიდათ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თეა წულუკიანის მამამ 20 ადამიანს სიკვდილი მიუსაჯა. ეს იმ პირობებშიც კი, რომ საარქივო მასალაშიც დეტალურად არის აღწერილი ავთანდილ წულუკიანის, როგორც მოსამართლის საქმიანობა, რა თქმა უნდა, ამ არქივს ვინ მიგვაკარა და უაპელაციოდ თქვეს, რომ ეს ცილისწამება იყო. თეა წულუკიანს სურდა გაეკეთებინა უარყოფა შემდეგი აბზაცის სადაც ვამბობ, რომ ეს იყო გარდამავალი პერიოდი და წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება.
ავთანდილ წულუკიანი1991 - 1997 წლებში იყო მოსამართლე. 1994 წელს გამოცხადდა მოროტორიუმი. ამით მოსამართლეებს შეეძლოთ სიკვდილის განაჩენი არ გამოეტანათ და ეხელმძღვანელათ სხვა სასჯელით.
არავის გვიკვირს, რომ თეა წულუკიანი ისტორიის შეცვლას ცდილობს მამამისის ნაწილში და ამაში მთელი სასამართლო სისტემა ჩართო." - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.