ავტორი:

"როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს! ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა" - რას წერს ირანის ელჩი

"როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს! ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა" - რას წერს ირანის ელჩი

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა, მე არ დავშავებულვარ!- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი სოციალურ ქსელში.

  • აღნიშნულით ელჩი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის თბილისში ძაღლმა დაკბინა.

"როდესაც ძაღლი პატრონს კარგავს!

ჩვენი ერთ-ერთი დიპლომატი დაშავდა. ეს ამბავი გავრცელდა და თითქოს რაღაც უცნაური მოხდა: დიპლომატი დაწინაურდა - ელჩი გახდა.

მნიშვნელოვანი განმარტება: მე არ დავშავებულვარ! როგორც ჩანს ჩემამდე ამ ამბავმა საავადმყოფოში მიაღწია.

ჩვენს დაშავებულ კოლეგას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ნეტა, ზოგი ამბავი უფრო გონივრულად, ზუსტად და დამაჯერებელი სიმართლით ვრცელდებოდეს!” - წერს ელჩი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანის ელჩს თბილისში ძაღლმა უკბინა და ძაღლების მოგერიების დროს დიპლომატმა ფეხი მოიტეხა.