ავტორი:

რა მოხდა სინამდვილეში ირკუტსკის ლაბორატორიაში და ემუქრება თუ არა მსოფლიოს "შავი ჭირის" საფრთხე? - ინტერვიუ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავასთან

რა მოხდა სინამდვილეში ირკუტსკის ლაბორატორიაში და ემუქრება თუ არა მსოფლიოს "შავი ჭირის" საფრთხე? - ინტერვიუ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავასთან

რუსეთში "შავი ჭირის" შემთხვევამ გააჩინა კითხვები, რამდენად რეალურია საფრთხე და რა შეიძლება იდგეს ლაბორანტის გარდაცვალების უკან? საერთაშორისო ორგანიზაციები რუსულ მხარეს მეტი ინფორმაციის გავრცელებას სთხოვენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ არსებული მონაცემებით რისკის სრულად შეფასება ჯერ ვერ ხერხდება, თუმცა ამ ეტაპზე ფართო გავრცელების ნიშნები არ იკვეთება. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებითაც, ამ დროისთვის არ არსებობს მეორადი შემთხვევების ან ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის მტკიცებულება.რუსეთმა უარყო ინფორმაცია მეორე შესაძლო შემთხვევის შესახებაც და განაცხადა, რომ ჩატარებული ათასობით ტესტით საშიში პათოგენების გავრცელება არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, კითხვები კვლავ არის - რა მოხდა სინამდვილეში ირკუტსკის ლაბორატორიაში და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ დაავადების შესახებ? - ამ კითხვებით მივმართეთ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას.

- რამდენად საფუძვლიანია შიში, რომ რუსეთში "შავი ჭირის" შესაძლო შემთხვევა ფართო ეპიდემიოლოგიურ საფრთხედ იქცეს?

- საფრთხე პრაქტიკულად ძალიან დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებითაც საერთაშორისო გავრცელების რისკი ამ ეტაპზე ძალიან დაბალია, შესაბამისად, მას სპეციალური რეკომენდაციები არ გაუცია. თუმცა მეორე საკითხია, რომ არა გვაქვს სრული სურათი. ოფიციალურად, ლაბორატორიულად, არ დადასტურებულა, რომ ადამიანი "შავი ჭირით" გარდაიცვალა. ვიცით მხოლოდ ის, რომ მას ჰქონდა მძიმე მიმდინარეობის პნევმონია და მუშაობდა "შავი ჭირის" კვლევით ლაბორატორიაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მეორე ადამიანის გარდაცვალების შესახებაც, თუმცა ესეც არ დასტურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ რუსეთისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ და რეკომენდაციები მკაფიო სურათის შემდეგ გაიცემა.

არის კითხვები, რატომ გავრცელდა ეს დაავადება. თუნდაც დავუშვათ, რომ მოხდა ტექნიკური დარღვევები ლაბორატორიაში, არსებობს სპეციალური პროტოკოლები, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ადამიანი, რომელსაც პირდაპირი ექსპოზიცია ჰქონდა ამ პათოგენთან. არსებობს ანტიბიოტიკები, რომლებიც ეფექტურია, თუ მათ პირველივე საათებში მიიღებენ. ამიტომ უცნაურია, რატომ ჰქონდა ლაბორატორიის თანამშრომელს პირდაპირი ექსპოზიცია მძიმე პათოგენთან და, მეორე მხრივ, რატომ არ დაიწყო დროულად პოსტექსპოზიციური მკურნალობა მის გადასარჩენად. შეიძლება საქმე არა "შავ ჭირთან", არამედ სრულიად სხვა შემთხვევასთან გვქონდეს.... განაგრძეთ კითხვა