სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო და პოსტი, სადაც ბათუმის ზოოპარკში (ზოოკუთხე) არსებული სიტუაცია იყო აღწერილი.
- პოსტის ავტორი წერდა, რომ ცხოველები ზოოპარკში მძიმე პირობებში არიან.
"შემოვიდა შეტყობინება,რომ ბათუმის ზოოპარკში,ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებიან ცხოველები. თვითმხილველები ამბობენ,რომ იქაურ ბინადართა უმრავლესობა ავადაა და მკურნალობა ესაჭიროება. ასევე, საუბარია ვოლიერებში არსებულ ანტისანიტარიაზე", - წერდა პოსტის ავტორი ლანა შაშიაშვილი.
- აღნიშნულთან დაკავშირებით მოქალაქეებმა არაერთი კომენტარი დაწერეს სოციალურ ქსელში და შეშფოთება გამოთქვეს.
ბათუმის ზოოპარკში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით Ambebi.GE დაუკავშირდა ადმინისტრაციას და მათი მოთხოვნის შესაბამისად, კითხვები წერილობით, ელექტრონულად მიაწოდა და შესაბამისი პასუხების მიღებისთანავე მასალა განახლდება.

Ambebi>ge-ს კორესპონდენტი ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც ზოოპარკის თანამშრომლებს პირადად გაესაუბრა.

- ზოოპარკის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ცხოველთა სავარაუდო ავადობის ფაქტს Ambebi.ge-სთან საუბრისას კატეგორიულად უარყოფენ. მათი განცხადებით, ტერიტორიაზე ჰიგიენური ნორმები მაქსიმალურად არის დაცული.

"ცხოველების ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ყოველი კვირის ორშაბათ დღეს ზოოპარკის ტერიტორიაზე გეგმური, შესაბამისი მოწესრიგება და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებენ ზოოპარკის თანამშრომლები.
Ambebi.ge-ს მიერ გადაღებული ვიდეო: