ავტორი:

"საქართველოში სრული ქაოსია..." - რა თქვა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სალომე ზურაბიშვილმა

"საქართველოში სრული ქაოსია..." - რა თქვა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სალომე ზურაბიშვილმა

სრული ქაოსია - ოლიგარქი, რომელიც რეჟიმს სათავეში უდგას, ახლა მხოლოდ თავის შვილს ენდობა. ეს ნამდვილად არ არის სიძლიერის ნიშანი, როდესაც შენი ოჯახი გამოგყავს წინ, როდესაც არავინ გყავს, ვისაც ენდობი - არაფერი არ არის იმაზე მყიფე, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი ,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე პანელური დისკუსიისას განაცხადა.

  • მისი თქმით, ევროპა არ უნდა შეეგუოს იმას, რასაც ქართველი ხალხი არ ეგუება.

"არაფერი არ არის იმაზე მყიფე, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი. გარედან და ზოგჯერ შიგნიდანაც ეს რეჟიმები ძლიერი ჩანს, აძლიერებენ რა თავის რეპრესიებს, მაგრამ შიგნიდან ისინი ძალიან სუსტები არიან და დღეს საქართველო ამის მაგალითია. მეტი პატიმარია ხელისუფლების მხრიდან, მათი ძველი გვარდიიდან, რომლებსაც ციხეში უშვებენ კორუფციისთვის. სრული ქაოსია. ოლიგარქი, რომელიც რეჟიმს სათავეში უდგას, ახლა მხოლოდ თავის შვილს ენდობა. ეს ნამდვილად არ არის სიძლიერის ნიშანი, როდესაც შენი ოჯახი გამოგყავს წინ, როდესაც არავინ გყავს, ვისაც ენდობი. ასე რომ, ეს იდეა, რომ ისინი ავტორიტარები არიან, რომ მათ რუსეთი უჭერს მხარს და ყოველთვის იქ იქნებიან, ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდეც, მაგრამ ის დაიშალა. დიახ, ეს რეჟიმები რეპრესიულია, ძლიერია, მაგრამ ასევე სუსტიცაა და არ უნდა გვეშინოდეს მათი. ეს ეხება ევროპასაც, რომ არ შეეგუონ იმას, რასაც ჩვენ არ ვეგუებით“.- განაცხადა ზურაბიშვილმა.