როგორც გამოცემა TMZ იუწყება, შონ “დიდი“ კომბსი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობის გამო ციხიდან სასწრაფოდ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
გამოცემის ცნობით, 56 წლის მუსიკალური პროდიუსერი მახლობელ კლინიკაში თავის არეში მიღებული ტრავმის მკურნალობის მიზნით გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ დაშავდა სკანდალში გახვეული არტისტი.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, კომბსის წარმომადგენლებსა და ციხეთა ფედერალურ ბიუროს (BOP) დაშავების ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
წყაროების ცნობით, მიღებული ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. კომბსი ამ დროისთვის გონზე იმყოფება და კონტაქტურია.
სავარაუდო ჯანმრთელობის პრობლემების ფონზე, კომბსის საპატიმრო ვადის დასრულების თარიღი უკვე რამდენჯერმე შეიცვალა.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, გასული წლის ივლისში რეპერი მარტოხელა საკანში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ციხეში მან სხვა პატიმართან იჩხუბა. ABC News-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა პატიმარმა კომბსის მისამართით პროვოკაციული რეპლიკა ისროლა. ჯერჯერობით უცნობია, იმოქმედა თუ არა ამ ინციდენტმა მისი პატიმრობის ვადის გაზრდაზე.
ამჟამინდელი მონაცემებით, შონ კომბსის ციხიდან გათავისუფლება 2028 წლის მარტშია დაგეგმილი.