ავტორი:

20 საათიანი სამაშველო ოპერაცია ღია ზღვაში - მაშველებმა იხსნეს მგზავრი, რომელიც საკრუიზო ხომალდიდან გადახტა: ქალის თქმით მას გემიდან ადრე ჩასვლა სურდა

20 საათიანი სამაშველო ოპერაცია ღია ზღვაში - მაშველებმა იხსნეს მგზავრი, რომელიც საკრუიზო ხომალდიდან გადახტა: ქალის თქმით მას გემიდან ადრე ჩასვლა სურდა

საბერძნეთთან საკრუიზო გემიდან გადამხტარი მგზავრი 20 საათის შემდეგ გადაარჩინეს. როგორც მოგვიანებით მგზავრმა ახსნა, იმიტომ გადახტა რომ გემიდან ადრე ჩასვლა სურდა.

საკრუიზო ხომალდი “Odyssey of the Seas“ კუნძულ ზაკინთოსისკენ მიემართებოდა, როდესაც ქალმა მოულოდნელად მოგზაურობის შეეწყვიტა მოინდომა და სანაპიროდან დაახლოებით 72 საზღვაო მილის დაშორებით გემიდან გადახტა.

მას შემდეგ, რაც გემის პერსონალმა მგზავრის გაუჩინარება შეამჩნია, სასწრაფოდ დაიწყო სამაშველო ოპერაცია.

ელ-სალვადორელ მგზავრს სანაპირო დაცვის კატარღები, მახლობლად მყოფი გემები და საბერძნეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენი ეძებდნენ.

შემთხვევა გასულ პარასკევს მოხდა - ქალი შაბათს, გარიჟრაჟზე, ცოცხალი და გონზე მყოფი იპოვეს. მან წყალში 20 საათი გაატარა და მთელი იმ დროის განმავლობაში სამაშველო რგოლს იყო ჩაჭიდებული.

საკრუიზო ლაინერის მგზავრი სანაპირო დაცვის სამაშველო ხომალდზე გადაიყვანეს, პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და ხმელეთზე გადაიყვანეს, საიდანაც პირგოსის საავადმყოფოში გადაამისამართეს.

საბერძნეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენლის თქმით, ქალმა განაცხადა, რომ გემიდან “ადრე ჩასვლის სურვილის გამო“ გადახტა.

წყარო