მტკიცებები იმის შესახებ, რომ არამიწიერი არსებები უკვე დედამიწაზე იმყოფებიან, დიდი ხანია სცდება სამეცნიერო ფანტასტიკის ფორუმების ფარგლებს. ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ ისაუბრეს სავარაუდო საიდუმლო პროგრამებზე, სამხედრო ანგარიშებში კვლავ ჩნდება აუხსნელი ობიექტები, კანონმდებლებს სავარაუდო უცხოპლანეტური წარმოშობის სხეულები წარუდგინეს, ხოლო ვარსკვლავთშორისი სივრციდან მოსული უცნაური ობიექტები რეგულარულად იწვევს ვარაუდების ტალღას.
ჯერჯერობით პასუხია: არა. მეცნიერებს დედამიწაზე არ დაუდასტურებიათ არცერთი უცხოპლანეტური ორგანიზმი, კოსმოსური ხომალდი, ხელოვნური არამიწიერი ობიექტი თუ ბიოლოგიური ნიმუში. NASA აცხადებს, რომ არამიწიერი სიცოცხლის შესახებ არანაირი სარწმუნო მტკიცებულება არ მოეპოვება, ხოლო აშშ-ის უწყება, რომელიც ამოუცნობი ანომალიური მოვლენების (UAP) გამოკვლევაზეა პასუხისმგებელი, იუწყება, რომ არ აღმოუჩენია არამიწიერი არსებების, საქმიანობის ან ტექნოლოგიების დადასტურებული მტკიცებულება.
ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული უჩვეულო დაკვირვება აზრს არის მოკლებული. ზოგიერთი იდუმალი შემთხვევა ამოუხსნელი რჩება და მეცნიერები კვლავ განაგრძობენ მათ კვლევას. თუმცა, ფრაზებს შორის “ჩვენ ამის იდენტიფიცირება არ შეგვიძლია“ და “ეს არამიწიერი ცივილიზაციიდან მოვიდა“ - უზარმაზარი სხვაობაა.