ავტორი:

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ბინაში თურქეთის მოქალაქე იმყოფებოდა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანძარმა აივანზე ინვენტარი გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებულ საფრთხეს ის გარემოება ქმნიდა, რომ ხანძრის კერასთან ახლოს ბუნებრივი აირის მილები გადიოდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები მივიდნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ.