ავტორი:

მამა დავითი (კაბერაშვილი) მრევლს მიმართავს და აცხადებს, რომ წლების წინ რიგი მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან - ვის შეეხება ეს?

მამა დავითი (კაბერაშვილი) მრევლს მიმართავს და აცხადებს, რომ წლების წინ რიგი მონათლული პირები ხელმეორედ მოსანათლები არიან - ვის შეეხება ეს?

ხაშურისა და სურამის ეპარქიის წარმომადგენელი მამა დავითი (კაბერაშვილი) მრევლს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ნაკლოვანებით შესრულებული წმინდა რიტუალის გამო მოსახლეობის ნაწილს ხელმეორედ მონათვლა ესაჭიროება.

  • მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პატრიარქმა ილია მეორემ გამოსცა. როგორც მამა დავითი ამბობს, აღმოაჩინეს ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ სურამის ეპარქიაში, წლების წინ მოღვაწე მამა ვახტანგი და მამა მიქაელი ნაკლოვანებით ასრულებდა მონათვლის რიტუალს.

“მოგეხსენებათ, ხაშურის საკათედრო ტაძარში მსახურობდა წლების წინ მამა ვახტანგი. ბევრი თქვენგანი მას საერო სახელით - ჯუმებრითაც იცნობთ. ის მსახურობდა დაახლოებით 1979-1997 წლამდე პერიოდში და თუ ვინმემ ზუსტად იცით, რომ მის მიერ ხართ მონათლული, აუცილებლად საჭიროებთ ხელმეორედ ნათლობას. ამიტომ უნდა მიბრძანდეთ ტაძრებში და ხელმეორედ მოინათლოთ.

იმ შემთხვევაში თუ ვერ ზუსტდება თქვენი მომნათვლელი სასულიერო პირის ვინაობა და ემთხვევა მათი მოღვაწეობის წლებს, მიუხედავად ამისა მაინც ითვლებით მონათლულად, ამიტომ ხელმეორედ ნათლობას აღარ საჭიროებთ.

ასევე სურამში მსახურობდა მამა მიქაელი და მის მიერ ჩატარებული ნათლობაც სამწუხაროდ იყო ნაკლოვანი. ამიტომ საჭიროებთ ხელმეორედ მონათვლას'', - აღნიშნავს მამა დავითი.