ავტორი:

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში მიმდინარეობს წირვა, რომელსაც პატრიარქი შიო III აღავლენს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში მიმდინარეობს წირვა, რომელსაც პატრიარქი  შიო III აღავლენს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.

წირვას ესწრებიან სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.