ავტორი:

"ქვეყანაში ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობა 345 000-ით შემცირდა - გოგონები ემიგრაციაში მიდიან..." - როგორ ხსნის დემოგრაფი საქართველოში შობადობის შემცირებას

"ქვეყანაში ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობა 345 000-ით შემცირდა - გოგონები ემიგრაციაში მიდიან..." - როგორ ხსნის დემოგრაფი საქართველოში შობადობის შემცირებას

"საქართველოში ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დემოგრაფმა გიორგი მელაძემ განაცხადა.

დემოგრაფის განმარტებით, ფერტილური ასაკის ქალების შემცირებას დიდწილად ემიგრაციული პროცესები განაპირობებს, რამაც საბოლოოდ, ქვეყანაში შობადი კონტინგენტის მკვეთრი კლება გამოიწვია.

"დაძაბული პოლიტიკური და არასტაბილური ფინანსურ-ეკონომიკური ვითარება შობადობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია როგორც ევროპაში, ისე საქართველოში. ამის გამო, ახალგაზრდები სკეპტიკურად უყურებენ ხვალინდელ დღეს. ამასთან, დღევანდელი ახალგაზრდები შვილის გაჩენას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან.

ამ კუთხით არსებულ მსოფლიო ტენდენციებს საქართველოში ამძაფრებს ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა ფერტილური ასაკის ქალების რაოდენობა. თუ 1994 წელს 1 234 000 ფერტილური ასაკის ქალი იყო, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი 889 000-ს შეადგენს, ანუ კლება დაახლოებით, 345 000-ია.

წარმოიდგინეთ, 15-49 წლის ასაკის ქალების რაოდენობა 340 000-ზე მეტით არის შემცირებული. გარდა იმისა, რომ შობადობის კლების ზოგადი ტენდენციაა ქვეყანაში და ეს აქედანაც გამომდინარეობს, ამ ყველაფერს ემიგრაციული პროცესებიც ემატება. ბევრი ახალგაზრდა, მათ შორის გოგონები, საზღვარგარეთ მიდიან. საბოლოოდ კი, ამან განაპირობა ის, რომ დღეს ქვეყანაში შობადი კონტინგენტის (ქალების) ძალიან მცირე რაოდენობა გვყავს.

განაგრძეთ კითხვა