ავტორი:

გერმანიაში გამოძიება დაიწყო 2 ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, მართავდნენ რობოტს, რომელმაც 16 წლის გოგონაზე ძალადობა სცადა - უცნაური დანაშაულის დეტალები

გერმანიაში გამოძიება დაიწყო 2 ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომლებიც, სავარაუდოდ, მართავდნენ რობოტს, რომელმაც 16 წლის გოგონაზე ძალადობა სცადა - უცნაური დანაშაულის დეტალები

გერმანიის ქალაქ კოლონის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ორი ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომლებიც ბრალდებულნი არიან რობოტის დისტანციურად მართვაში, რომელმაც 16 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა უკვე ჩამოართვეს მფლობელებს წითელ-ოქროსფერი რობოტი, რომელიც გოგონას სხეულზე ხელი შეეხო და შეურაცხმყოფელი მოძრაობები შეასრულა.

რობოტი მაშინ გაარიდეს ადგილს, როდესაც დაზარალებულმა ყვირილი დაიწყო

.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პოლიციის განცხადებით, რობოტის 16 წლის მფლობელი და 19 წლის თანამზრახველი მომხდარს სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

პოლიციის მიერ Facebook-ზე გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 120 სანტიმეტრის სიმაღლის მოწყობილობა გოგონას ზურგიდან მიუახლოვდა, როდესაც იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ინციდენტი ქალაქის ცენტრთან ახლოს, სწრაფი კვების ობიექტის წინ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამსახურები გამოიძახეს, ხოლო ეჭვმიტანილი მოზარდი და ახალგაზრდა მამაკაცი მალევე, ერთი კვარტლის დაშორებით აღმოაჩინეს. რობოტი სამართალდამცველებმა ავტომობილის უკანა ნაწილში იპოვეს, სადაც იგი 16 წლის მფლობელმა მოათავსა.

სამართალდამცველები ამჟამად ადგენენ, მართავდა თუ არა ვინმე განზრახ რობოტის მოძრაობებს ინციდენტის დროს. Facebook-ის მორიგ პოსტში პოლიციამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ სოციალურ ქსელებში გაკეთებული ზოგიერთი კომენტარი “ზღვარს გადადის და უარეს შემთხვევაში შესაძლოა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენდეს“.

წყარო