ავტორი:

პუტინი აღარ იქნება პრეზიდენტი, ოქრო გაძვირდება და ა.შ. - კიდევ რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2027 წლისთვის?

პუტინი აღარ იქნება პრეზიდენტი, ოქრო გაძვირდება და ა.შ. - კიდევ რა იწინასწარმეტყველა ვანგამ 2027 წლისთვის?

ვანგა სიცოცხლეშივე ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, მისი წინასწარმეტყველებები კი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ნათელმხილველის დისშვილის მიერ გამოქვეყნებული და სპეციალისტების მიერ განმარტებული ბევრი წინასწარმეტყველება დღემდე სრულდება. გთავაზობთ, საინტერესო ანალიზს, რა უნდა მოხდეს მსოფლიოში 2027 წელს ვანგას წინასწარმეტყველებების მიხედვით.

ვანგას სახელთან დაკავშირებულ 2027 წლის წინასწარმეტყველებებს ბევრი ბლოგერი და მედიასაშუალება აქვეყნებს, თუმცა მისთვის მიწერილი ყველა პროგნოზი ნამდვილი არ არის. Sky HISTORY-ის თანამშრომლებმა შეისწავლეს, რომელი წინასწარმეტყველებები შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვანგას გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ განმარტავენ.

  • ადამიანებს ზებუნებრივი შესაძლებლობები გაუჩნდებათ

ერთ-ერთი წინასწარმეტყველება შეეხება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც დედამიწის მცხოვრებლებს შეიძლება გაუჩნდეთ. ვანგა "ხედავდა“, რომ პლანეტის მოსახლეობას დაავადება მოიცავდა, რის შედეგადაც ადამიანებს აქამდე არმქონე ზებუნებრივი შესაძლებლობები გაუჩნდებოდათ. ასევე, ვანგა ახსენებდა, რომ ეს შესაძლებლობები შესაძლოა გენეტიკური ექსპერიმენტის შედეგი ყოფილიყო.

Sky HISTORY-ის ავტორები ამას თავად ვანგას ისტორიას ადარებენ, რადგან მან ნათელმხილველობის ნიჭი მხოლოდ საშინელი კატასტროფის შემდეგ მიიღო. მათი ვარაუდით, წინასწარმეტყველი შესაძლოა სწორედ ისეთ ზებუნებრივ შესაძლებლობებს გულისხმობდა, როგორიც თავად ჰქონდა ან მათ მსგავს უნარებს.

  • ოქროს ფასი გაიზრდება

ვანგას წინასწარმეტყველებები ერთ-ერთი ძვირფასი მეტალის ღირებულებასაც ეხება. ნათელმხილველის პროგნოზის თანახმად, ოქრო მალე მდიდრებს შორის განსაკუთრებით პოპულარული გახდება.

ვანგას სახელთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების მიხედვით, 2027 წელს მსოფლიოს მასშტაბით გატარებული რეფორმების გამო ნაღდი ფულის დიდი კრიზისი დაიწყება. ამის გამო შეძლებული ადამიანები ოქროს შეძენას დაიწყებენ, რადგან მას საკუთარი აქტივების შენარჩუნებისა და გაზრდის საშუალებად მიიჩნევენ. მეტიც, ოქრო შესაძლოა ვალუტად იქცეს და ჩვეულებრივი ბანკნოტები ჩაანაცვლოს.

ოქრო შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების დასამზადებლად საჭირო დეტალებშიც გამოიყენონ. ამ რესურსზე მოთხოვნის ზრდა კი მისი ფასის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

თუმცა ოქროს მსოფლიო საბჭო ამ პროგნოზს სკეპტიკურად უყურებს. სპეციალისტების აზრით, რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანების მწარმოებლები ოქროს დეტალებს ასეთი მასშტაბით არ გამოიყენებენ და მათ შემცვლელებს მოძებნიან. შესაბამისად, მათი განმარტებით, ოქრო ნაკლებად მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებულად გაძვირდეს.

  • ენერგიის ახალი წყაროები

ვანგას 2027 წლის სხვა წინასწარმეტყველებები ენერგიის ახალ წყაროებს უკავშირდება. ლაპარაკი, მაგალითად, თერმობირთვული სინთეზის მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე. ფიზიკოსები პროექტზე მუშაობას 2027 წელს დაიწყებენ, საზოგადოება კი შედეგს მხოლოდ 2028 წელს იხილავს.

ვანგას თქმით, ენერგიის ეს ალტერნატიული და ინოვაციური წყარო ნახშირბადის ნულოვანი ემისიით იმუშავებს, რაც კლიმატური პრობლემების განვითარების შეჩერებას შეუწყობს ხელს.

  • რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება

Sky HISTORY-ის ავტორების ინფორმაციით, ვანგა რუსეთში რეჟიმის ცვლილებასაც წინასწარმეტყველებდა. მისი სახელით გავრცელებული ვერსიის თანახმად, 2027 წლის დასაწყისისთვის ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება.

ამ მოვლენას, წინასწარმეტყველების მიხედვით, უკრაინისთვის გარკვეული შედეგები და ომის მოულოდნელი დასასრული მოჰყვება.