ავტორი:

"საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ" - მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე

"საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ" - მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე

მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის, იგორ გროსუს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას, რადგან მოლდოვას ევროინტეგრაციის გზაზე მეტი პროგრესი აქვს, ვიდრე საქართველოს.

"საქართველო არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, რომ გაგვაკრიტიკოს. მოლდოვას მიმართ დიდი შური აქვთ, რადგან ევროპული ინტეგრაციის გზაზე უფრო სწრაფად მივიწევთ წინ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ TV8-ის ეთერში.

ცნობისთვის, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებას კიდევ უფრო მიახლოვდნენ. გუშინ ევროკავშირმა ამ ქვეყნების გაწევრიანების მოლაპარაკებებში კიდევ ორი კლასტერი გახსნა - მოლაპარაკებების კლასტერები "შიდა ბაზრისა“ და "კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის“ სფეროებში.