"სბერბანკი“ ადასტურებს, რომ რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში, მის მონაცემთა ცენტრზე დრონით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
"სბერბანკის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ვედიახინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კომპანიის ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულებრივად მუშაობს და არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
დღეს დილით, გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა სარატოვის ოლქში დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ბალაკოვოში რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა და ერთი ადამიანი დაიღუპა. ბალაკოვოს მუნიციპალური რაიონის ხელმძღვანელის, სერგეი ბარულინის თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა.