ავტორი:

“ნამდვილი იდიოტი ვარ..."  - რას ნანობს სილვესტერ სტალონე და რატომ დასჭირდა ხერხემლის 9 და კისრის 3 ოპერაცია

“ნამდვილი იდიოტი ვარ..."  - რას ნანობს სილვესტერ სტალონე და რატომ დასჭირდა ხერხემლის 9 და კისრის 3 ოპერაცია

ჰოლივუდის 80 წლის ვარსკვლავი სილვესტერ სტალონე აცხადებს, რომ ათწლეულების განმავლობაში მძიმე ილეთების დამოუკიდებლად შესრულებას მწარედ ნანობს. მსახიობმა, რომელმაც ხერხემლის 9 ოპერაცია და კისრის 3 შერწყმა გაიარა, Fox News Digital-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საკუთარ თავს “იდიოტს“ უწოდებს იმის გამო, რომ პროფესიონალ დუბლიორებს საქმის გაკეთების საშუალება არ მისცა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ექშენ-ფილმებში მუშაობის ათწლეულების შემდეგ “მილიონობით რამეს ნანობს“ აქვს. სტალონეს თქმით, მიღებული ტრავმების ჩამოთვლას ნახევარ საათზე მეტი სჭირდება.

“ძალიან ბევრჯერ დავშავებულვარ, თუმცა ფილმ Expendables-ის ("შეუპოვარნი") შემდეგ ხერხემლის 9 ოპერაცია და კისრის მალების დაკავშირება სამჯერ დამჭირდა. ორივე მხარი დამიზიანდა, თვალში ლინზები ჩამისვეს... ეს საშინელება იყო“, - განაცხადა სტალონემ.

მსახიობმა აღიარა, რომ ოპერაციების შემდეგ “ადრინდელივით აღარასდროს ყოფილა“ და ახლა უბრალოდ უწევს “ტკივილს შეეგუოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია“.

  • 80 წლის ასაკში სტალონემ განაცხადა, რომ მთავარი გაკვეთილი, რაც ცხოვრებაში ისწავლა არის “მისცე პროფესიონალებს უფლება, აკეთონ თავისი საქმე“.

“ნუ იქნებით შოუმენები. ვიცი, რომ ბევრი ფიქრობს ილეთების დამოუკიდებლად შესრულებაზე... ნუ იზამთ ამას. მიეცით პროფესიონალებს ამის გაკეთების საშუალება. მიზიდულობის ძალას ვერ დაამარცხებ. მიწას რომ ენარცხები, აგებ. ხალხი მეკითხება: ამით არ ამაყობ? - არა. ვფიქრობ, რომ იდიოტი ვარ ამის გაკეთების გამო. განა ამაყი უნდა ვიყო იმით, რომ საკუთარი სხეული ნაწილებად საკუთარი ნებით დავშალე? - რა თქმა უნდა, არა“, - აღნიშნა სტალონემ.

სტალონეს მონაწილეობით სერიალ “Tulsa King“-ის მეოთხე სეზონი Paramount+-ზე პარასკევს, 16 ოქტომბერს გამოდის. მსახიობმა აღნიშნა, რომ მისი პერსონაჟი დვაიტ მანფრედი ახალი გამოწვევების წინაშე დგება ნიუ-იორკელი მტრებისა და საკუთარი გუნდის შიდა უთანხმოებების გამო.

გარდა კარიერისა, სტალონემ ჰოლივუდიდან და კალიფორნიიდან ფლორიდაში გადასვლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კალიფორნიაში ცხოვრებისას იგრძნო, რომ მოდუნდა, ხოლო 2024 წელს მეუღლესთან, ჯენიფერ ფლავინთან ერთად ფლორიდაში გადასვლამ მას ახალი ენერგია და მშვიდი გარემო შესძინა.

წყარო

იხილეთ ასევე: