ავტორი:

რუსეთში იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის ხელისუფლებამ შპიონაჟის ბრალდებით იაპონელი ჟურნალისტი, იუკი იმაი დააკავა. მას მოსკოვი ტოკიოს სასარგებლოდ რუსეთის თავდაცვისუნარიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში ადანაშაულებს.

შემთხვევამ ორ ქვეყანას შორის არსებული ისედაც რთული დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.

გაზეთ Hokkaido Shimbun-ის ჟურნალისტი იუკი იმაი სახალინის რეგიონში, იაპონიაში გაფრენამდე ერთი დღით ადრე დააკავეს.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ იჭრება შავ ფორმებში ჩაცმული სამი ნიღბიანი პირი სასტუმროს ნომერში და ჟურნალისტს ბორკილებს ადებს. ვიდეოში ასევე ასახულია მისი გადაყვანა თვითმფრინავში და შემდგომ მოსკოვის სასამართლოში.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, იმაი პატიმრობაში სულ მცირე 12 დეკემბრამდე, სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარჩება. რუსეთის კანონმდებლობით, შპიონაჟისთვის 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო