ავტორი:

"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა... თოფის წართმევა მოვახერხე. დანა ამოიღო..." - "ოდიში ტვ"-ის ცნობით, ზუგდიდში შეიარაღებული პირი მოგვარეების ოჯახს დაესხა თავს

"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა... თოფის წართმევა მოვახერხე. დანა ამოიღო..." - "ოდიში ტვ"-ის ცნობით, ზუგდიდში შეიარაღებული პირი მოგვარეების ოჯახს დაესხა თავს

"ოდიში ტვ"-ის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ალერტკარში შეიარაღებული პირი მოგვარეების ოჯახს თავს დაესხა და ქალი დაჭრა. გამოცემის ცნობით, მსხვერპლი თავად დაუკავშირდა ჟურნალისტებს და მომხდარის თაობაზე უამბო.

"რამდენიმე ჟურნალისტს, მათ შორის ჩვენს რედაქტორს, ლაშა ბერულავას, თავად დაჭრილი ზამი როგავა დაგვიკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ სადილობის დროს მას და მამამისს თავს დაესხა თოფით შეიარაღებული, ძებნილი "შერმა", იგივე ვალტერ როგავა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა", - წერს მედიასაშუალება.

"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა, როცა მე ვეცი, თოფის წართმევა მოვახერხე და გადავუგდე, დანა ამოიღო და დამარტყა, მერე კი გაიქცა. ახლა დაჭრილი ვარ, სასწრაფო დახმარების მანქანიდან გირეკავთ, აი, ეს მოსდევს იმას, რომ ძებნილი ამდენ ხანს არ დააკავეს, არადა, ყველამ იცოდა მისი ადგილსამყოფელი", - განაცხადა ზამი როგავამ "ოდიში ტვ" - ისთან.

AMBEBI.GE ცდილობს მომხდარის დეტალების გარკვევას.