ავტორი:

"დაიკარგა და ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს" - ახლობლების ინფორმაციით, ბათუმში, 2025 წელს დაკარგული მოზარდის დედა გაუჩინარდა

"დაიკარგა და ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს" - ახლობლების ინფორმაციით, ბათუმში, 2025 წელს დაკარგული მოზარდის დედა გაუჩინარდა

ახლობლები ეძებენ 2025 წელს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.

"გთხოვთ გააზიაროთ.

დაიკარგა და ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას).

სამძებრო სამუშაოებში პოლიცია ჩართულია! თუ სადმე შეგხვდათ და ნახეთ გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე

557490450 მაკა

505557970 ზურა", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი, ალექსანდრე მიქელაძეს ბათუმში, 2025 წლის 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ალექსანდრე ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლეა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.

მშობლები უბედურ შემთხვევას და ამბის ცუდ დასასრულს გამორიცხავდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ალექსანდრეს შესაძლოა, ჰყოლოდა ხელშემწყობი, რომელიც დამალვაში ეხმარებოდა.