2025 წელს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი იპოვეს.
"მეგობრებო ნათია ვიპოვეთ! 24 საათის შემდეგ, მადლობა თანადგომისთვის ყველას", - წერს მისი მეგობარი.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს, თურმე კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.მშობლები უბედურ შემთხვევას და ამბის ცუდ დასასრულს გამორიცხავდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ალექსანდრეს შესაძლოა, ჰყოლოდა ხელშემწყობი, რომელიც დამალვაში ეხმარებოდა.