ავტორი:

ხანძარი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში - რა ვითარებაა ადგილზე

ხანძარი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში - რა ვითარებაა ადგილზე

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი კორპუსის მე-12 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში გავრცელდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.