ავტორი:

"წლების წინ მამაჩემი დაჭრა - მე რომ ვდგავარ იმ გზაზე, რატომ დგახარო... დაჭერილიც იყო" - ტიკტოკერი, რომელიც მამასთან ერთად, მეზობელმა დაჭრა, მომხდარის დეტალებზე

"წლების წინ მამაჩემი დაჭრა - მე რომ ვდგავარ იმ გზაზე, რატომ დგახარო... დაჭერილიც იყო" - ტიკტოკერი, რომელიც მამასთან ერთად, მეზობელმა დაჭრა, მომხდარის დეტალებზე

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალი ცნობილი ტიკტოკერი ზამი როგავაა. არსებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო.

  • სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

Ambebi.ge-ს ზამი როგავა მომხდარის შესახებ დეტალებზე კლინიკიდან ესაუბრა:

“ ახლა არა მიშავს, ჭრილობები დამიმუშავეს, გამიკერეს და ტკივილს ვერ ვგრძნობ, ამ პიროვნებამ ბარძაყში დამარტყა დანა. მერე მესროლა, ორი თუ სამი ჭრილობა მაქვს მუცლის არეში და ერთი კისერთან - არტერიასთან. იმ მკვლელმა ჯერ მამა დამიჩეხა, თოფიც ესროლა ანუ ორივე ორი იარაღით დაგვჭრა.

მამას თავის არეში აქვს ჭრილობა, სავარაუდოდ დანით და ნასროლი აქვს ფეხებში.

ვალტერ როგავა ძებნილია, მისი ძმა კი დაჭერილია, ორივეს 18 წელი მიუსაჯეს ჩემი სიძის დაჩეხისთვის. ძმა დააკავეს და ეს გაიქცა. როგავამ წლების წინ პირველად მამაჩემი დაჭრა, დაჭერილიც იყო, ოთხი წელი ჰქონდა მისჯილი და ადრე გამოუშვეს.

მას მამაჩემთან შელაპარაკება მოუვიდა ელემენტარულ რაღაცაზე - მე რომ ვდგავარ იმ გზაზე, რატომ დგახარო, თუ რაღაც. როცა თვრება, შარიანი ხდება და ყველას უხირდება, ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. ამის მერე მე და ჩემი სიძე მივედით მასთან დასალაპარაკებლად, რა დროსაც მან და მისმა ძმამ ჩემს თვალწინ ჩემი სიძე დაჭრეს კი არა და, დაჩეხეს. სიძე გადარჩა, უფლის წყალობით... ორივე ძმას 18 წელი მიუსაჯეს, მაგრამ მხოლოდ ძმა დაიჭირეს, ეს ძებნაში იყო.

დღეს ამ ძებნილმა პირდაპირ სახლში მოგვაკითხა.

  • მე და მამა სამზარეულოში ვისხედით, პატარა ბავშვი მყავს, წლის და სამი თვის, სამივეს ერთად უნდა გვესადილა. მამამ კარზე ბრახუნის ხმა გაიგო და გავიდა ჩვეულებრივ. მეგრულად გინება შემომესმა და როცა გავედი, მამასთვის თოფი უკვე ნასროლი ჰქონდა თავის არეში. მეორესაც რომ უმიზნებდა, მაგ დროს ვეცი, რა დროსაც ფეხებში მესროლა. უკვე ახლოს მივედი, თოფს ვწვდი ხელით, ამ დროს ბავშვი გამოვიდა, ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა.

მამამ ვალტერს თოფი წაართვა, მაგრამ დანით დაჩეხა. ყვირილი დავიწყე, სასწრაფოს დავურეკე. მამა ფაქტობრივად ვერც აზროვნებდა, ბევრი სისხლი დაღვარა. ჩემს ყვირილსა და თოფის ხმაზე მეზობლები მოცვივდნენ.

  • თავდამსხმელი გვაგინებდა, მამას უყვიროდა, რამდენჯერ გამოგიგზავნე ნათესავი, შუამდგომლობაზე ხელი მოგეწერა, რატომ არ მოაწერეთ, დასაჩეხები ხართო.

ანუ ის ჩვენგან მოითხოვდა, საჩივარი უკან გამოგვეტანა, სიძე რომ დაგვიჩეხა, იმ საქმეზე. რაღაც ამდაგვარი ახსენა.

ის მარტო ჩვენთან არა, სხვებთანაც ასე იქცეოდა, როგავებში რომ დათვრებოდა, აპათოლოგებდა და ყველას უნდა დარეოდა. ფხიზელიც ასეთი იყო.

როგავების უბანში ვცხოვრობთ, ვალტერი ჩვენი ნათესავი არ არის, მოგვარეა და მეზობელი, თან, ჩემი კლასელია,1985 -იანია.

რამდენჯერ გავაფრთხილე პოლიცია და ვუთხარი, საშიშია, მოვა და რაღაცას დაგვმართებს - მეთქი. ცხელ ხაზზეც მაქვს დარეკილი, იმ პერიოდში სახლში არ ვიყავი და მამა მარტო რომ იყო, მეშინოდა, რადგან მუდმივად გვემუქრებოდა.

ჩემს ერთ მამიდაშვილსაც მიუვარდა სახლში, არ გაბედო, ჩვენება მისცეო – იყო ასეთი ფაქტიც.

პოლიცია რომ არ გამეფრთხილებინა და არ სცოდნოდათ, კიდევ მესმის, მაგრამ საერთოდ არაფერი იღონეს...

ახლა მამა კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ მეუბნებიან, ოპერაცია სჭირდება და გადარჩებაო. იმედია, სამართალი აღსრულდება და ახლა მაინც დაიჭერენ იმ საზიზღარს", -