ავტორი:

პსჟ-მ "მანჩესტერ სიტი" პირველ ტაიმში კვარაცხელიას გარეშე გაანადგურა - 0-3

პსჟ-მ "მანჩესტერ სიტი" პირველ ტაიმში კვარაცხელიას გარეშე გაანადგურა - 0-3

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში პსჟ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" უპირისპირდება. პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო სკამზე დატოვა და "ქალაქელების" წინააღმდეგ "ეტიჰადზე" ასეთი შემადგენლობა გამოიყვანა:

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიანი, ვიტინია, ზაირ-ემერი, აკლიუში, დუე, დემბელე.

მატჩი პსჟ-ს აქტიური შეტევებით დაიწყო და საწყის წუთებშივე მოახერხეს კიდეც დაწინაურება - მე-12 წუთზე დეზირე დუემ ანგარიში გახსნა, ხოლო მე-15 წუთზე უსმან დემბელემ. პარიზელების უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

32-ე წუთზე გოლი ვიტინიამაც გაიტანა - 0-3

პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.