ავტორი:

"ოპოზიციის აკრძალვა პირდაპირ რუსეთის ინტერესების მიხედვით მსვლელობაა" - სალომე ზურაბიშვილი

"ოპოზიციის აკრძალვა პირდაპირ რუსეთის ინტერესების მიხედვით მსვლელობაა" - სალომე ზურაბიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს დევნის ინსტრუმენტად გადაქცევა თავზე, მაშინ გამოვცადე, როდესაც ჩემს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყეს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქ-ლაივში, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც რამდენიმე

მისივე თქმით, ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და რომ არსებობდეს, კონსტიტუციური წესრიგიც დაცული იქნებოდა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს დევნის ინსტრუმენტად გადაქცევა ჩემს თავზე მაშინ გამოვცადე, როდესაც ჩემს მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყეს. მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ კიდევ ის სამი მოსამართლე იყო, რომლებმაც განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე დიდი ხანია, რაც გამოვიდა იმ როლიდან, რაც რეალურად უნდა იყოს.

ჩვენ რომ ნამდვილი საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდეს, მაშინ ჩვენ სასამართლოც გვექნებოდა და, ზოგადად, დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში, რაც დღეს არ არის დაცული”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კონტექსტში მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის ქმედება, რომლითაც “ქართული ოცნება” ვიღაცას მორიგი რეპრესიული კანონის მიღების შესახებ ამცნობს, რადგან სხვა შემთხვევაში, ზურაბიშვილის თქმით, აზრი არ აქვს პარტიების აკრძალვას, რადგან მათი საქმიანობა ისედაც შეზღუდული იყო.

“ქართული ოცნების” წევრები რაღაც ახირებით მოქმედებენ, გადაწყვიტეს, რომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალონ, თუმცა უკვე იმდენად შეზღუდული იყო მანამდეც ყველანაირი პოლიტიკური აქტივობა და ყველა პოლიტიკური პარტია, რომ ძნელი წარმოსადგენია, რას აღწევენ ახლა ამით, რაში სჭირდებათ და რა წისქვილებს ებრძვიან.

ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმის, რომ ვიღაცას უჩვენებენ, კიდევ ერთი რეპრესიული კანონი უნდა მივიღოთო და შიგნით რეალურად არაფერი იცვლება. ეს ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთი გზა გადაჭრან ჩვენსა და ევროკავშირს შორის, რომ ამაზე ევროკავშირმა და ჩვენმა პარტნიორებმა მიიღონ რეაქცია და საქართველოს მეტი იზოლაცია მოჰყვეს. ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესების მიხედვით მსვლელობაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის შესაძლო აკრძალვის მცდელობას ჰიტლერის გერმანიასა და მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს ადარებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაციას იწვევს.

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი სახელმწიფოს მსოფლიოში ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს გაკვირვებას დაგაკვირვებს იწვევს.

„არაფერი ამართლებს არანაირი საფუძველი არ არის. თუ დავუბრუნდებით ისტორიას და ვნახავთ, რომელ ქვეყნებში არის ასეთი აკრძალვები, სად იყო მიღებული აკრძალვები, დავუბრუნდებით ჰიტლერის გერმანიას, მუსოლინის ფაშისტურ რეჟიმს, ბელარუსს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც ასეთი ზომები მიიღო. რეალურად, ჩვენთვის არ არის სასიხარულო, რომ ამ სიაში საქართველო ჩაიწერება, მაინტერესებს იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ - შეიძლება მათაც გაუჩნდეთ კითხვები უკვე, რა კატეგორიის ქვეყნებში ვიწერებით ასეთი გადაწყვეტილებების შემდეგ, რას ემსახურება საქართველოს ასეთი დისკრედიტაცია. თუ ეს არის საქართველოს ღირსება და საქართველოს იმიჯისა და იდენტობის გაძლიერება, როგორც ამას თავიანთ მიზნად აცხადებენ, მიკვირს. რეალურად, ამით შიგნით არაფერი იცვლება, მაგრამ ძალიან ცუდად გამოვიყრებით მსოფლიოში. ამ ფორმით რუსეთმაც არ აკრძალა. რუსეთმა შეზღუდა ბევრი უფლება ყველა ოპონენტს, მაგრამ აკრძალვით ასე არ აუკრძალავს. ჩვენ უფრო „მაგრები ვართ“, - განაცხადა მან.