ავტორი:

27.2 ათასი ლარი ხელფასი თვეში და... - რა ქონებას ფლობს სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

27.2 ათასი ლარი ხელფასი თვეში და... - რა ქონებას ფლობს სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აგვისტოში წარადგინა.

დეკლარაციის მიხედვით, მიქაბაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, მიწის ნაკვეთი დუშეთში, ავტოფარეხი დედაქალაქში და მსუბუქი ავტომობილი Chevrolet Cruze.

კერძოდ, ეკატერინე მიქაბაძემ 2021 წელს თბილისში 82.2 კვადრატული მეტრის ბინა 209 085 ლარად შეიძინა. 2026 წელს კი დუშეთში 450 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი 66 728 ლარად იყიდა. მის საკუთრებაშია ასევე თბილისში მდებარე ავტოფარეხი, რომელიც 2022 წელს 24 417 ლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება ავტომობილს, დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე მიქაბაძემ Chevrolet Cruze-ში 2022 წელს 23 175 ლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების მომენტში ეკატერინე მიქაბაძეს ანაბრებზე 205 000 ლარი, 52 400 აშშ დოლარი და 6 400 ევრო ჰქონდა განთავსებული.... წაიკითხეთ ვრცლად