სტამბოლის რაიონ სარიერში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სტუდიაში მსახიობი დემეთ ოზდემირი და მომღერალი მურათ ბოზი თანამშრომლებთან ერთად ჩარჩნენ. მათი ევაკუაცია მაშველებმა ნავით შეძლეს.
ადგილზე სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ AFAD-ის, UMKE-ის, სტამბოლის სახანძრო სამსახურის, სანაპირო დაცვისა და სხვა სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები.
დემეთ ოზდემირი ნავის საშუალებით გაიყვანეს დატბორილი ტერიტორიიდან. ევაკუაცია სხვა ადამიანებმაც მაშველების დახმარებით შეძლეს.
მომღერალი მურათ ბოზი სტუდიაში გადაღებებისთვის იმყოფებოდა, როდესაც ტერიტორია დაიტბორა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამშრომლებთან ერთად შენობაში იყო ჩარჩენილი და დახმარება ითხოვა.
ბოზის თქმით, ელექტროენერგია გაითიშა, წყლის დონე კი მატულობდა. მან შესაბამის სამსახურებს ევაკუაციაში დახმარებისკენ მოუწოდა.