ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.