ავტორი:

52 წლის ჰილარი სვონკი მესამე შვილს ელოდება - "ბევრი მეკითხება, რა პროექტზე ვმუშაობ, ის დეკემბერში გამოვა"

52 წლის ჰილარი სვონკი მესამე შვილს ელოდება - "ბევრი მეკითხება, რა პროექტზე ვმუშაობ, ის დეკემბერში გამოვა"

ოსკაროსანი მსახიობი ჰილარი სვონკი მესამე შვილს ელოდება. 52 წლის ვარსკვლავმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა. ის და მისი მეუღლე, ფილიპ შნაიდერი, უკვე ორი შვილის - ტყუპების, აიას და ომის მშობლები არიან.

სვონკმა ორსულობის შესახებ სახალისო ვიდეოთი ამცნო საზოგადოებას. ვიდეოში მანათობელი ჯოხებისგან შექმნილი ფიგურები ჩანს, რომლებიც Bachman-Turner Overdrive-ის სიმღერის, "You Ain't Seen Nothing Yet“-ის ფონზე ცეკვავენ.

ვიდეოს სვონკმა იუმორისტული წარწერა დაურთო: "ბევრი მეკითხება, რა პროექტს ვაკეთებ. ეს კი დეკემბერში გამოვა“. ამ სიტყვებით მსახიობმა მიანიშნა, რომ ბავშვის დაბადებას დეკემბერში ელოდება.

ჰილარი სვონკსა და ფილიპ შნაიდერს ტყუპები 2023 წლის აპრილში შეეძინათ. წყვილი 2018 წლის აგვისტოში დაქორწინდა, ცერემონია კი კალიფორნიის შტატში, კარმელის მახლობლად, სანტა ლუსიას ნაკრძალში გაიმართა.

მსახიობმა პირველი ორსულობის შესახებ 2022 წლის ოქტომბერში, გადაცემაში "Good Morning America“ სტუმრობისას ისაუბრა. მაშინ მან სიხარულით გაამხილა, რომ დიდი ხნის განმავლობაში სურდა დედობა, თუმცა ტყუპის მოლოდინი მისთვის მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.

"ეს ნამდვილი კურთხევაა. სრული სასწაულია. წარმოუდგენელია“, - ამბობდა სვონკი.

სვონკმა ასევე გაამხილა, რომ კვერცხუჯრედების გაყინვის გადაწყვეტილება 37 წლის ასაკში მიიღო, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, სურდა თუ არა მომავალში დედობა.

წყარო