ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა ჩემი შვილი. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს, - ამის შესახებ ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა განაცხადა.
მხატვრიშვილი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
“მოლოდინი მაქვს, რომ დაისჯება. ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადგან არასულწლოვანია.
არანაირი წინაპირობა არ ჰქონია და ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლა. ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან ჩემი შვილი გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა…
ჩემი შვილი ფეხზე არ ადგა, რადგან ჩემი აზრით, მის საუბარს ყურადღება არ მიაქცია - ის საკუთარ თავზე, თავის ცხოვრებაზე საუბრობდა, რომ იყო კრიმინალი. რატომ არ დგახარ ფეხზე და რატომ არ მისმენო? - ამ მიზეზით წამოაყენა ჩემი შვილი. მას ფეხი მართლა სტკიოდა, ამის საბუთებიც არსებობს. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს.
ცნობისთვის, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვნი, დავით ინასარიძე მოკლეს. აღნიშნულზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.
არასრულწლოვნს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.