ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია კულტურის ყოფილი მინისტრის, თინა რუხაძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას 25 წელია იცნობს, მისი ახლო მეგობარია და მისგან მსგავს ქმედებას ვერ წარმოიდგენს.
ის მანამდეც აცხადებდა, რომ თინა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა.
დავით ოქიტაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ მან კომენტარი "ტვ პირველთან" კიდევ ერთხელ გააკეთა.
"თინა რუხაძე არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი. 25 წელია ვიცნობ მას. მისი დედა ჩემი სულიერი შვილი იყო, მასთანაც ძალიან ახლოს ვარ. უახლოესი ადამიანია ჩემთვის თინა რუხაძე და ვმეგობრობ მასთან. ვხედავდი, რამდენ რამეს აკეთებდა და როგორ შრომობდა პატრიარქის დაკრძალვაზე. ვიცოდი, როგორ უყვარდა პატრიარქი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვუყურებდი მისი და პატრიარქის ურთიერთობას. მე თინა რუხაძე ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. თინასგან ვერ წარმომიდგენია მსგავსი რამ (რაზეც ოქიტაშვილი საუბრობს).
გამოძიების დაწყება ჩემი საქმე არ არის, მე მღვდელი ვარ, რატომ მეკითხებით ასეთ რამეს. თიკა რუხაძეს მე ვიცნობ წლებია, და ვიცი, როგორ უყვარს ქვეყანა და თავის საქმე", - ამბობს მამა შალვა კეკელია.
დავით ოქიტაშვილმა კულტურის ყოფილ მინისტრი, თიკა რუხაძესა და სუს-ის ექსშეფ მამუკა მდინარაძე ფბ-ზე გავრცელებული პოსტში ილაპარაკა.
მისი თქმით, თიკა რუხაძე მას მამუკა მდინარაძის დავალებით ბლოკავდა ყველგან.
"მამუს სძულს ოქიტაშვილი და არ გაეკაროთ!“ - ესეც ხომ თქვენი სიტყვებია?!" - მიმართავს ოქიტაშვილი რუხაძეს.
დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან ასევე აინტერესებს, სად წაიღო პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.
"საჯაროდ მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ინფორმაცია", - წერს ოქიტაშვილი. წაიკითხეთ სრულად
იხილეთ ასევე: