ავტორი:

“მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, მძღოლი დაიღუპა“ - კახეთში მომხდარ ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

“მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, მძღოლი დაიღუპა“ - კახეთში მომხდარ ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალებში კონტრაქტით მომსახურე 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, მაისურაძე სოფელ შილდის მკვიდრი იყო.

შემთხვევა დღეს დილით, სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა, სადაც მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა, მძღოლი კი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.