ავტორი:

აშშ-ში, ჩაკეტილი სახლიდან იხსნეს 9 ბავშვი, რომლებსაც მშობლები წლების განმავლობაში სასტიკად ეპყრობოდნენ: საზარელი დეტალები ოჰაიოდან

აშშ-ში, ჩაკეტილი სახლიდან იხსნეს 9 ბავშვი, რომლებსაც მშობლები წლების განმავლობაში სასტიკად ეპყრობოდნენ: საზარელი დეტალები ოჰაიოდან

აშშ-ის ოჰაიოს შტატში, ლიკინგის ოლქში სამართალდამცველებმა საზარელი წამებისგან 1-დან 13 წლამდე ასაკის 9 ბავშვი და 3 ძაღლი იხსნეს. მოზარდებს საკუთარი მშობლები 3 წლის განმავლობაში ძაღლის პატარა გალიებში კეტავდნენ, საათობით აიძულებდნენ ლურსმნებზე დგომას და მწერებით სავსე გაუტანელ პირობებში ცხოვრებას.

გამოძიების მონაცემებით, ბავშვებს 3 წლის განმავლობაში უწევდათ საშინელ პირობებში გაძლება 37 წლის ჯონათან პარისა და 32 წლის ჯაკლინ კოულმანთან.

პოლიციამ ბავშვები მწერებით სავსე სახლსა და ფარდულში იპოვა - 4 ბავშვი უშუალოდ ფარდულში ცხოვრობდა, ხოლო დანარჩენები ავტომობილის მისაბმელ სახლში. გამომძიებლების ცნობით, ბავშვებს აიძულებდნენ საათობით დგომას ლურსმნებზე და კეტავდნენ პატარა გალიებში, რომლებიც დიდი ჯიშის ძაღლებისთვისაც კი არ იყო განკუთვნილი.

ლიკინგის ოლქის შერიფის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, ხანდახან სასჯელის სახით, ხანდახან კი სრულიად უმიზეზოდ, ბავშვებს აიძულებდნენ მთელი დღის განმავლობაში კედელთან ჩაბუქნულ პოზიციაში დგომას.

37 წლის ჯონათან პარი, რომელიც 7 ბავშვის ბიოლოგიური მამაა, ადგილზევე დააკავეს. მას ბრალი ბავშვების საფრთხეში ჩაგდებასა და 2 არა-ბიოლოგიურ შვილზე ძალადობაში ედება. 32 წლის ჯაკლინ კოულმანს - 6 ბავშვის ბიოლოგიურ დედას, ბრალი ედება დანაშაულის დამალვაში.

პოლიციის გამოჩენისას იგი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს.

წყარო