ავტორი:

დააკავეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”

დააკავეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.