ავტორი:

ტოვებს თუ არა ირაკლი კირცხალია თანამდებობას? - უმრავლესობის ლიდერის განმარტება

ტოვებს თუ არა ირაკლი კირცხალია თანამდებობას? - უმრავლესობის ლიდერის განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გავრცელებულ ინფორმაციას მისი გადადგომის შესახებ უარყოფს.

მისი თქმით, საკითხი არ განიხილება.

“ჭორი და სიცრუეა ინფორმაცია, რომ, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ. ეს საკითხი არ განიხილება“, - განუცხადა კირცხალიამ "რადიო თავისუფლებას".

როგორც ცნობილია, 17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, “ქართულ ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.