ახალი კვლევის თანახმად, ანტარქტიდის “განკითხვის დღის მყინვარი“ იმაზე ბევრად უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები აქამდე ვარაუდობდნენ.

დასავლეთ ანტარქტიდაში მდებარე "ტუეიტსის მყინვარი" ყინულის უზარმაზარ მასას შეიცავს, რომლის ფართობიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიას აღემატება. მისი სრული ჩამოშლის შემთხვევაში, ზღვის დონემ შესაძლოა წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულს 65 სანტიმეტრს მიაღწიოს, რასაც მსოფლიოს სანაპირო რეგიონებში კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

მიუხედავად იმისა რომ მკვლევრები მიიჩნევენ, მყინვარის სრული კოლაფსი უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის, ისინი გვაფრთხილებენ, რომ პროცესი კატასტროფული მიმართულებით ჩქარდება. ახალი პროგნოზების მიხედვით, ოკეანის გამთბარი წყლები მყინვარის ფუძის მოსალოდნელზე სწრაფ ეროზირებას იწვევენ, რამაც 2100 წლისთვის ზღვის დონის დამატებით 30 მილიმეტრით მატება შეიძლება გამოიწვიოს. ეს წინა შეფასებებთან შედარებით ორჯერ მეტი მაჩვენებელია.
პროგნოზების ასეთი მკვეთრი ცვლილება იმით არის განპირობებული, რომ ახალ მოდელში უფრო ზუსტადაა გათვალისწინებული მყინვარის ფუძის ქვეშ მიმდინარე პროცესები.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში "ტუეიტსის მყინვარი" განგაშის შემცველი სისწრაფით თხელდება და უკან იხევს. თუმცა, კომპიუტერული მოდელები, რომლებსაც მეცნიერები მყინვარის მომავლის პროგნოზირებისთვის იყენებდნენ, თანამგზავრებიდან მიღებულ მონაცემებს იყო აცდენილი. მოდელები აჩვენებდა, რომ მყინვარის მასა ოკეანეში ბევრად უფრო ნელა უნდა გადაადგილდებოდეს, ვიდრე ეს რეალურად ხდება.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში პროფესორმა რინიომ და მისმა თანაავტორებმა სცადეს შეექმნათ მოდელი, რომელიც რეალობას უკეთესად ასახავდა.
“გლიაციოლოგები ყინულოვანი საფარის დინამიკას შეფასებისას “შეერთების ხაზის“ ცნებას ეფუძნებოდნენ, ეს ‘ხაზაი“ იმ მკაფიო, ვიწრო და ძირითადად სტაბილური ზღვარს წარმაოდგენს, სადაც ყინული ხმელეთს ტოვებს და წყალში ტივტივს იწყებს. თუმცა, დედამიწის უდიდესი მყინვარების ქვეშ, რომლებიც ოკეანეში იჭრება, სრულიად განსხვავებული სურათი აღმოვაჩინეთ“, - აცხადებს კვლევის წამყვანმა ავტორი, ერვაინის კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორი მატია პოინელი.

მკვლევრებმა ფინური თანამგზავრების ჯგუფის, ICEYE-ის მიერ შეგროვილი მონაცემები გააანალიზე, ამ მონაცემებმა აჩვენა, რომ ზღვის წყალი ხმელეთზე მდებარე ყინულის ქვეშ რამდენიმე კილომეტრის სიღრმეში აღწევს და მიქცევა-მოქცევის ციკლების დროს მას მაღლა წევს. ყინულის წამოწევისას, შეერთების ზონა მაღალი წნევის მქონე იმ თბილი ზღვის წყლით ივსება, რომელიც ანტარქტიდის სანაპირო ზოლისკენ კლიმატის ცვლილებით უკვე სახეცვლილი დინებებით მიედინება.
ამ ახალ დაკვირვებებზე დაყრდნობით ტუეიტსის მომავალი ქცევის მოდელირებისას, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მყინვარი, სავარაუდოდ, იმაზე ბევრად სწრაფად დადნება, ვიდრე ადრე ეგონათ. მათ შეძლეს 1990-იანი წლებიდან დღემდე მყინვარის ისტორიული ცვლილებების რეკონსტრუქცია, რაც ტრადიციულ მოდელებთან შედარებით ოთხჯერ უფრო მკვეთრად გამოხატული აღმოჩნდა.