ავტორი:

“პირველად რომ გავიგე დიაგნოზი, მეგონა ეს ჩემს თავს არ ხდებოდა, მეგონა ცუდი სიზმარია და აი ახლა გავიღვიძებ“ - მანანა კოზაკოვა კარცინომასთან ბრძოლის შესახებ (ვიდეო)

“პირველად რომ გავიგე დიაგნოზი, მეგონა ეს ჩემს თავს არ ხდებოდა, მეგონა ცუდი სიზმარია და აი ახლა გავიღვიძებ“ - მანანა კოზაკოვა კარცინომასთან ბრძოლის შესახებ (ვიდეო)

“დღეს მინდა რომ დაგელაპარაკოთ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რასაც ჰქვია ცუდი დიაგნოზი - კარცინომა. მე დამისვეს ეს დიაგნოზი, იმედი მაქვს რომ დავამარცხე, რემისიაში ვარ ყოველ შემთხვევაში,“ - ამის შესახებ მსახიობი მანანა კოზაკოვა თავის ვიდეომიმართვაში საუბრობს, სადაც გულშემატკივრებს გამოცდილებას უზიარებს.

  • “მინდა რომ ყველას, ვინც დღეს ამას გადის, გვერდში დავუდგე... მახსოვს პირველად რომ გავიგე, მეგონა ეს ჩემს თავს არ ხდებოდა. მეგონა, რომ ცუდი სიზმარია და აი ახლა გავიღვიძებ, ან რაღაცა მომესმა. სულ ეძებ გზას, რომ ეს არ იყოს სიმართლე. მაგრამ დგება შედეგი ეტაპი, როდესაც ამას იღებ და იწყებ ბრძოლას...

თუ ახლა ამ გზას გადიხართ და გგონიათ, რომ ძალა აღარ გყოფნით... მინდა იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ.

მეც ზუსტად ეს გზა გავიარე. ვიცი, რამდენად რთულია, რამდენი ეჭვი და შიში ახლავს თითოეულ ნაბიჯს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ ამ ყველაფრის დამარცხება შესაძლებელია.

ძალიან მინდა ჩემი გამოცდილებით დაგეხმაროთ. თუ გაქვთ შეკითხვები, თუ უბრალოდ გჭირდებათ ვინმე, ვისაც ესმის, რასაც გრძნობთ – დამიწერეთ კომენტარებში ან მომწერეთ პირადში. შევეცდები ყველაფერზე გულწრფელად გიპასუხოთ.

დაიმახსოვრეთ, თქვენ იმაზე ძლიერები ხართ, ვიდრე ახლა გგონიათ!“ - მიმართავს მსახიობი გამომწერებს.