ავტორი:

ვარკეთილში, ერთ-ერთ ბინაში გაზის დანადგარი აფეთქდა, რის გამოც გამოცხადდა ევაკუაცია - ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია

ვარკეთილში, ერთ-ერთ ბინაში გაზის დანადგარი აფეთქდა, რის გამოც გამოცხადდა ევაკუაცია - ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი იყო.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აალება გაზის დანადგარიდან მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლი გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, მოხდა კორპუსიდან ხალხის ევაკუაციაც.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ფოტო: ტვ პირველი