ავტორი:

“3 დღის წინ მოხდა მისი გატაცება!“ - ისრაელში მირიამ ვასაძეს ეძებენ: ქალაქ ჰაიფის პოლიცია მნიშვნელოვან დეტალებს ავრცელებს

“3 დღის წინ მოხდა მისი გატაცება!“ - ისრაელში მირიამ ვასაძეს ეძებენ: ქალაქ ჰაიფის პოლიცია მნიშვნელოვან დეტალებს ავრცელებს

ისრაელში, კერძოდ ქალაქ ჰაიფაში პოლიცია გაუჩინარებულ მირიამ ვასაძეს ეძებს.

როგორც მედია და დაკარგული გოგონას ახლობლები იუწყებიან, მირიამი ბოლოს 13 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ქვემო ადარში, ბარზილაის ქუჩაზე ნახეს. ის სახლიდან ეზოში გასასეირნებლად გავიდა, თუმცა აღარ დაბრუნებულა.

ისრაელის პოლიცია საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

სამართალდამცველების ინფორმაციით მირიამ ვასაძის სიმაღლე: 1.60 სანტიმეტრია;

  • აღნაგობა: გამხდარი;
  • თმა: ყავისფერი, მოკლე;
  • თვალები: ყავისფერი;
  • სამოსი: გაუჩინარების მომენტში ეცვა შავი ტანსაცმელი და თეთრი ფეხსაცმელი.

ისრაელის პოლიცია მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია მირიამ ვასაძის ადგილსამყოფლის შესახებ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ პოლიციის ცხელ ხაზს ნომერზე 100 ან დარეკონ ჰაიფას პოლიციის განყოფილებაში 054-591-1201.

“მარცხენა ხელზე ვარდის ტატუ აქვს. თუ მირიამი გინახავთ ან იცით, სად შეიძლება იყოს, პოლიცია გთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეატყობინოთ პოლიციას.

გოგონას დედის ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ პირდაპირ დარეკოთ: 054-591-1201.

გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია - შესაძლოა ვინმემ ნახა! მისი დედა ძალიან შეშფოთებულია!“ - ვრცელდება ინფორმაცია “ფეისბუქზე“.

“მარი არის ჩემი პატარაობის მეგობარი, უთბილესი, უკეთილშობილესი პიროვნება, დღეს გავიგე რომ 3 დღის წინ მოხდა მისი გატაცება სახლიდან გასვლის შემდეგ. დედას უთხრა რომ არ ჩაეკეტა კარი, რადგან მალე დაბრუნდებოდა სახლში და მას მერე აღარ დაბრუნებულა, მჯერა რომ უფალი არ გაწირავს ამ ახალგაზრდა გულკეთილ გოგონას,“ - წერს მირიამის მეგობარი მარიამ თოფურია.