ავტორი:

ლა-მანშის გვირაბთან ავტობუსი სატვირთო მატარებელს შეეჯახა - დაშავდა 19 ადამიანი

ლა-მანშის გვირაბთან ავტობუსი სატვირთო მატარებელს შეეჯახა - დაშავდა 19 ადამიანი

საფრანგეთში, კალეს მახლობლად, ლა-მანშის გვირაბის შესასვლელთან ავტობუსი სატვირთო მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.

  • შემთხვევა ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 19:27 საათზე, გვირაბის სატვირთო პლატფორმაზე მოხდა. ავტობუსს სატვირთო მანქანების მძღოლები გადაჰყავდა, რომლებიც სპეციალური სარკინიგზო შატლით ლა-მანშის გვირაბის გავლით გამგზავრებას აპირებდნენ.

ავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმედ დაშავდნენ. ისინი შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენით გადაიყვანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • შემთხვევის დროს პლატფორმაზე ორი მატარებელი იდგა. ერთში სატვირთო მანქანებს ათავსებდნენ, მეორე კი უკვე დატვირთული იყო და გასამგზავრებლად ემზადებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რატომ შეეჯახა ავტობუსი მოძრავ მატარებელს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.

წყარო