ავტორი:

„როგორ ბედავ? ძალიან მოხუცი ხარ“ - ჰილარი სვონკი 52 წლის ასაკში ორსულობის გამო კრიტიკას პასუხობს

„როგორ ბედავ? ძალიან მოხუცი ხარ“ - ჰილარი სვონკი 52 წლის ასაკში ორსულობის გამო კრიტიკას პასუხობს

მსახიობი ჰილარი სვონკი, რომელიც 52 წლის ასაკში მესამე შვილს ელოდება, ქალებისა და მამაკაცების მიმართ საზოგადოების განსხვავებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. მსახიობის თქმით, ქალებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ შვილებს შედარებით გვიან ასაკში აჩენენ, მაშინ როცა მამაკაცების შემთხვევაში მსგავსი რეაქცია გაცილებით იშვიათია.

"დიდი უკმაყოფილებით ხვდებიან, როდესაც ქალები უფროს ასაკში აჩენენ შვილებს, მაგრამ მამაკაცების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არსებობს, რაც საინტერესოა“, - განაცხადა სვონკმა დრიუ ბერიმორის თოქ-შოუში.

ბერიმორი, რომელიც თავად ორი შვილის დედაა, მსახიობის მოსაზრებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს ორმაგი სტანდარტი მართლაც უცნაურია. მისი თქმით, მამაკაცები ზოგჯერ შვილებს 80 წლის ასაკშიც აჩენენ და ამის გამო საზოგადოება მათ ისე არ აკრიტიკებს, როგორც ქალებს.

სვონკმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ქალმა მის ასაკში დედობის სურვილი მკაცრად გააკრიტიკა. მსახიობის თქმით, ქალმა პირდაპირ უთხრა: "როგორ ბედავ? ძალიან მოხუცი ხარ“.

შეგახსენებთ, რომ ჰილარი სვონკი და მისი მეუღლე, ფილიპ შნაიდერი, 2023 წელს ტყუპის, აიასა და ომის მშობლები გახდნენ. მსახიობმა მესამე ორსულობის შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს, Instagram-ზე გამოქვეყნებული სახალისო ვიდეოთი გაავრცელა.

წყარო