ავტორი:

კალიფორნიაში დათვი ბიბლიოთეკაში შეიპარა და შენობა "დაათვალიერა" (ფოტოები)

კალიფორნიაში დათვი ბიბლიოთეკაში შეიპარა და შენობა "დაათვალიერა" (ფოტოები)

კალიფორნიის შტატში, ქალაქ მამოთ ლეიკსის ბიბლიოთეკაში, დათვი შეიპარა და შენობა "დაათვალიერა".

სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, როგორ გადაადგილდება ცხოველი ბიბლიოთეკის ზედა სართულზე, წიგნებით სავსე სივრცეში.

მონოს ოლქის განათლების ოფისის ინფორმაციით, დათვმა შენობა მანამდე დატოვა, სანამ თანამშრომლები სამსახურში მივიდოდნენ. უცნობია, როგორ მოახერხა ცხოველმა ბიბლიოთეკაში შესვლა. ამასთან, არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, დააზიანა თუ არა მან ბიბლიოთეკის ინვენტარი ან შეეხო თუ არა წიგნებს.

შემთხვევას მონოს ოლქის განათლების ოფისი სოციალურ ქსელში იუმორით გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი შესაძლოა, "ვინი პუჰის“ ასლს ეძებდა.

ხუმრობას განსაკუთრებული დატვირთვა იმ ფაქტმა შესძინა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს ცნობილი საბავშვო წიგნის, "ვინი პუჰის“, პირველი გამოცემიდან 100 წელი შესრულდა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი დათვია, რომელსაც თაფლი განსაკუთრებით უყვარს.

მამოთ ლეიკსის ბიბლიოთეკა მონოს ოლქის საჯარო ბიბლიოთეკების ქსელის ნაწილია. სისტემა შვიდ ფილიალს აერთიანებს და მკითხველებს 180 000-ზე მეტ ბეჭდურ გამოცემასა და ციფრულ რესურსს სთავაზობს.

წყარო