ავტორი:

"გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად საშიში და ამაზრზენია, თუ ყველა არ დაისაჯა, ისინი, ვინც ამათი დაუსჯელობით წახალისდებიან, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს" - ეკა კუპატაძე

"გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად  საშიში და ამაზრზენია, თუ ყველა არ დაისაჯა, ისინი, ვინც ამათი დაუსჯელობით წახალისდებიან, ხმალამოღებული გაწყვეტენ ხალხს" - ეკა კუპატაძე

ალექსანდრე გაბაშვილის განზრახვა, რომ იყო თავდასხმა, ეს უკვე ორმა მოსამართლემ განჩინებაში ჩადო და ვინაიდან გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და გიგა მას იცნობდა, ალექსანდრე გაბაშვილს თავდასხმისთვის არ გამოადგებოდა,- ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი, თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

"მტკიცებულებები არის უხვად მყარი, ნოყიერი და შინაარსობრივი. რაც შეეხება ჩემს გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომლებიც მე ამოვიღე საქმის მასალებიდან, ცხადყოფს იმას, რომ გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი, თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ნია იმნაძეს ეუბნება მამამისი, "ამ გიოსაც კიდე ვინ ეკითხებოდა, სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი?“. ნია იმნაძე ეუბნება - "რატომ უცხო, 3-4 დღე ჰო ჰქონდათ ასეთი ახლო ურთიერთობაო?“. ანუ ისინი უკვე იყვნენ მეგობრები.

ალექსანდრე გაბაშვილის განზრახვა, რომ იყო თავდასხმა, ეს უკვე ორმა მოსამართლემ განჩინებაში ჩადო და ვინაიდან გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და გიგა მას იცნობდა, ალექსანდრე გაბაშვილს თავდასხმისთვის არ გამოადგებოდა.

ალექსანდრე გაბაშვილი საერთოდ არ იცნობდა გიგას, მაგრამ მოკლა! გიორგი მალანია ადგილზე რომ არ იყო, არაფერს ცვლის. გიორგი მალანიას ჩვენ ვედავებით დახმარებას. მუშტი-კრივში დასახმარებლად ჰყავდა დემეტრე ჩიქოვანი, რიკაძე.

ფოტოებში ჩანს, რომ იაპონური ხანჯალი ხელში უჭირავს დემეტრე კასრაძის ძმას, საბა კასრაძეს და ზუსტად ეს იარაღი შემდეგ უჭირავს ხელში ალექსანდრე გაბაშვილს, როცა ის ლიფტში პოზიორობს. აქ კი საშიში არის ის, რომ 130-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის შვილია და მას ეს ფოტო უდევს თავის პროფილზე და შვილს ულოცავს დაბადების დღეს.

გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად მოცულობითია, იმდენად საშიშია, იმდენად ამაზრზენია, თუ ამ მკვლელობაში ყველა არ დაისაჯა სათანადოდ და კანონის მთელი სიმკაცრით, აი, ეს არ არასრულწლოვნები და ისინიც შემდეგ, ვინც ამათი დაუსჯელობით წახალისდებიან, მართლა ხმალამოღებული, გაწყვეტენ ხალხს ისე, რომ შემდეგ იქნება შეუქცევადი პროცესი და ჩვენ ამის შეკავებასა და გაჩერებას ვეღარ შევძლებთ",- განაცხადს ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.