გაიცანი საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან დღემდე - ახალი ოთხტომეული 19 ოქტომბრიდან!

გაიცანი საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან დღემდე - ახალი ოთხტომეული 19 ოქტომბრიდან!

19 ოქტომბრიდან მკითხველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს „საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეულის პირველი ტომი. ოთხტომეულის პირველი ტომი მოიცავს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნემდე. წიგნში განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანის დამკვიდრების საკითხები, ქართველი ხალხის წინაპარი ტომების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება, ქართული ცივილიზაციის საწყისები და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ეტაპები.

გამოცემა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას აერთიანებს და ქვეყნის წარსულს უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე მოიცავს.

ოთხტომეული მკითხველს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, ეპოქებსა და გარდამტეხ პროცესებს აცნობს. ნაშრომში განხილულია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეტაპები, ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება, ასევე ის ისტორიული მოვლენები, რომლებმაც საქართველოს განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

გამოცემის ავტორები არიან ცნობილი ქართველი ისტორიკოსები: პროფესორი ნოდარ ასათიანი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური, პროფესორი მიხეილ სამსონაძე და პროფესორი გივი ჯამბურია.

„საქართველოს ისტორიის“ ოთხტომეული განკუთვნილია როგორც ისტორიის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, ისე ყველა იმ მკითხველისთვის, ვისაც სურს, უკეთ გაეცნოს საქართველოს წარსულს და ისტორიული მოვლენების განვითარების თანმიმდევრული სურათი შეიქმნას.

19 ოქტომბრიდან ოთხტომეულის პირველი ტომი სპეციალურ ფასად, 20 ლარად, 30 ლარის ნაცვლად, გაიყიდება. თითოეული ტომის სპეციალური ფასი 20 ლარია.

წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების ჯიხურებში, ვებგვერდზე www.palitral.ge და მობილური აპლიკაციის საშუალებით.

R