ავტორი:

გიორგი კირვალიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე იყო დაკავებული, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს

გიორგი კირვალიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე იყო დაკავებული, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტის, თამუნა გიორგაძის ინფორმაციით, გიორგი კირვალიძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე იყო დაკავებული, 7-დღიანი პატიმრობის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე, კვლავ დააკავეს.

როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გიორგი კირვალიძეს მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.

“გიორგი კირვალიძე დააკავეს 7 - დღიანი პატიმრობის მოხდის მერე გურჯაანის იზოლატორის დატოვებისას. მას ედავებიან მოსამართლის შეურაცხყოფას და ახსენეს სისხლის სამართლის პასუხისგება“, - აღნიშნავს თამუნა გიორგაძე.