ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს 10:00-დან 10:05 საათამდე “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
“ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ახალშენი, ებნისი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.