ავტორი:

მძიმე კადრები აეროპორტიდან - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

მძიმე კადრები აეროპორტიდან - უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიან ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე თბილისში ჩამოასვენეს. 31 წლის მებრძოლისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და სხვა მოქალაქეები შეიკრიბნენ.

ბროლაძე ერთ-ერთია 90-მდე ქართველ მებრძოლს შორის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომს ემსხვერპლნენ. 10-ზე მეტი დაღუპულის ცხედარი კვლავ რჩება უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.