ავტორი:

ავტოპილოტის რეჟიმში მოძრავი Tesla საგზაო პატრულის ავტომობილს შეეჯახა - მძიმედ დაშავდნენ პოლიციელები

ავტოპილოტის რეჟიმში მოძრავი Tesla საგზაო პატრულის ავტომობილს შეეჯახა - მძიმედ დაშავდნენ პოლიციელები

22 წლის საკრამენტოელი მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეძინა, სანამ მისი Tesla სრული ავტოპილოტის რეჟიმში გადაადგილდებოდა, დიდი სიჩქარით შეეჯახა კალიფორნიის საგზაო პატრულის ავტომობილს. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი პოლიციელი, რომლებიც ადგილზე მომხდარ ფატალურ ავარიის შემთხვევას იკვლევდნენ.

სოლანოს ოლქის საპატრულო სამსახურის ცნობით, სანამ ოფიცრები სასიკვდილო ავარიის ადგილს იკვლევდნენ, Tesla გზის ჩაკეტილ ზოლში შევიდა და პატრულის ავტომობილს შეეჯახა.

აღსანიშნავია, რომ გზის ეს მონაკვეთი მკაფიოდ იყო შეზღუდული: საგზაო პატრულის განცხადებით, ზოლები ჩახერგილი იყო გამაფრთხილებელი მაშხალებითა და კონუსებით, ხოლო საგანგებო სამსახურების ავტომობილები ტერიტორიას ციმციმა შუქებით ანათებდნენ. Tesla-ს მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ხოლო ორი პოლიციელი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიისთვის მიცემულ განცხადებაში საგზაო პატრულის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა თუ რამდენად შთამბეჭდავია Tesla-ს ტექნოლოგია, ის მაინც ვერ შეცვლის ფხიზელ მძღოლს საჭესთან.

მომხდარი ავარია ასევე აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, დაეკისრება თუ არა მძღოლს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კალიფორნიის კანონმდებლობა უსაფრთხო სიჩქარის გადაჭარბებასა და დაუდევარ/სახიფათო მართვაზე სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკონკრეტებიათ, რა ბრალდებას წაუყენებენ ახალგაზრდა მამაკაცს.

წყარო