ავტორი:

ინდონეზიაში, ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძარს 4 მეხანძრე ემსხვერპლა

ინდონეზიაში, ეროვნულ პარკში გაჩენილ ხანძარს 4 მეხანძრე ემსხვერპლა

ინდონეზიის მთავარ კუნძულზე მდებარე ეროვნულ პარკში ტყის ხანძართან ბრძოლას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორმა მძიმე დამწვრობა მიიღო.

სატყეო მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, მეხანძრეები აღმოსავლეთ იავაში მდებარე ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნულ პარკში სქელმა კვამლმა და სწრაფად გავრცელებულმა ცეცხლმა ალყაში მოაქცია. ეს ქვეყანაში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.

  • სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეს სახელმწიფო უკვე თვეებია ებრძვის ხანძრებს და ტოქსიკურ კვამლს, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა სკოლები დაეხურა. რეგიონში ასევე მკვეთრად იმატა სასუნთქი გზების დაავადებებმა.

აღმოსავლეთ იავას პოლიციის სპიკერის, ჯულეს აბრაჰამ აბასტის განცხადებით, დაღუპულები 12 კაციანი მეხანძრე-მაშველთა ჯგუფის წევრები იყვნენ. ჯგუფი ეროვნული პარკის პერსონალისგან, ადგილობრივი სახანძრო ბრიგადისა და მოხალისეებისგან შედგებოდა.

ხუთშაბათის საღამოსთვის ინდონეზიაში მსგავსი “ცხელი წერტილების“ რაოდენობამ უკვე 799-ს მიაღწია. წელს ტყისა და სავარგულების ხანძრები კიდევ უფრო გაამწვავა ბუნებრივმა მოვლენა “ელ-ნინიომ“, რომელმაც მშრალი სეზონი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა.

წყარო