წყნარ ოკეანეში წარმოქმნილ ბუნებრივ კლიმატურ მოვლენა “სუპერ ელ-ნინიოს“ რომელიც მთელ მსოფლიოში ამინდის ცვლილებისა და გლობალურ ტემპერატურის დროებით ზრდის მიზეზი ხდება, დამატებითი “მკლავი“ განუვითარდა. ამის შესახებ შემაშფოთებელი კლიმატური რუკა მოწმობს.


აღნიშნული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ წყნარ ოკეანეში თბილი წყლის მასა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ეს პროცესი ივნისიდან მოყოლებული უპრეცედენტო სიჩქარით ვითარდება და სავარაუდოდ, მომავალ წლამდე გაგრძელდება.
პერუს ეროვნული მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სითბოს მეორე “ტოტი“ ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ სურათზე თბილი წყლის ზოლი ჩანს, რომელიც ეკვადორისა და პერუს სანაპიროებიდან გადაიჭიმა.

ხოლო ორი კვირის შემდეგ, 14 ოქტომბერს შეგროვებული მონაცემებით შექმნილი მეორე ფოტო აჩვენებს, რომ სითბო უკვე ჩილეს სანაპიროს გასწვრივ და სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში გავრცელდა. ამან სითბოს მეორე “მკლავი“ შექმნა, რომელიც თბილი წყლის ძირითად აუზს გამოეყო.

ეს გაფართოება ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის გაცილებით დიდ ნაწილზე ახლა ზღვის ზედაპირის ნორმაზე მაღალი ტემპერატურულ მატება ფიქსირდება, ზოგიერთ რაიონში წყალი ჩვეულებრივზე 3°C-ით უფრო თბილია.
მოცემული ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ ეს კლიმატური ფენომენი ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერ მოვლენად ყალიბდება. მეცნიერები დედამიწის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ წლევანდელმა “სუპერ ელ-ნინიომ“ ისტორიული ტემპერატურული რეკორდები პიკის მიღწევამდე რამდენიმე თვით ადრე უკვე მოხსნა.

ბოლო მონაცემებით, “ელ-ნინიო“ მნიშვნელოვან გაძლიერებას დეკემბერში, მოსალოდნელი პიკის წინ განაგრძობს. მეცნიერების თქმით, ეს სახეცვლილი კლიმატური სურათი, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ტემპერატურასა და ნალექების რაოდენობაზე იმოქმედებს. ძლიერი “ელ-ნინიოსა“ და ოკეანეების განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურის კომბინაციამ მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შესაძლოა ექსტრემალური სიცხის, წყალდიდობებისა და გვალვების რისკი გაზარდოს.